მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 28:5

4. მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი სახიერი მინდვრების თავზე იქნება როგორც ნაადრევი ხილი, ზაფხულამდე მოუწევნელი, რომელსაც თვალს მოჰკრავს თუ არა მნახველი, ხელთ იგდებს და იმწამსვე ყლაპავს.5. იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის.6. და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად - მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან.
ესაია თავი 28
5. იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღმერთით კვეხნა და მართლის გვირგვინი:

...რსებობს მადლის გვირგვინიც, როგორც სხვა ამბობს: „რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ“ ().

არსებობს დიდების გვირგვინიც, როგორც ესაია ამბობს: „გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა“ (). რადგან ეს გვირგვინი ყოველივე ამას შეიცავს: კაცთმოყვარეობას, სიმართლეს, მადლს, დიდებასა და შვენიერებას. ეს ღვთის ნიჭია, მრავალსახოვანი მადლის მომტანი. არსებობს უხრწნელების გვირგვინიც, როგორც პავლე ამბობს: „იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი“ (). ამრიგად, რასაც აქ ამბობს, ეს არის: უსაფრთხოებითა და დიდებით შემოგვმოსე. რადგან ასეთია ღვთის ნიჭები: ძლიერი და მშვენიერებით სავსე; ასეთია გვირგვინებიც. რადგან ადამიანებთან ეს ასე არ ხდება: ვინც დიდებაშია, ის ყოველთვის უსაფრთხოდ არ არის; ხოლო ვინც უსაფრთხოებაშია, ის ყოველთ...

სრულად ნახვა