1.დავითისფსალმუნი სალამურზე, გუნდისლოტბარისათვის. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.2.ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ.3.უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.4.რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.5.ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.6.შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.7.ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით.8.უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე.9.რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.10.განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგენ შენს წინააღმდეგ,11.და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს.12.რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით.
1. სულიერი სამკვიდროს პირობები და აღთქმული საზღაური
ჯერ ვნახოთ, რა არის ეს სამკვიდრო და გვეკუთვნის თუ არა ის ჩვენც; შემდეგ კი — ის დრო, როცა იგი გვეძლევა.მართლაც შეუსაბამოა: როცა ფულის ანდერძის ამბავს გატყობინებენ, თითქოს ეს წილი ჩვენ გვეკუთვნოდეს, მაშინ იკვლევთ და თავს იწუხებთ, საბუთებს ეძებთ, ვერცხლს იხდით, ქაღალდებს ეცნობით,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ კაცთა წინაშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეთცა თქუენ გარეშე ჰგონიეთ კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა“ (23,27-28).:
...და შინაგანი იგი ორგულებაჲ და ბილწებაჲ მათი და ყოვლითურთ წარწყმედულობაჲ, რამეთუ ამისთჳს არა ჰრწმენა მისი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს ორგულებითა და ყოვლითავე უშჯულოებითა. ხოლო ამას ესევითარსა სიბოროტესა და საძაგელებასა მათსა არა ქრისტე ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელნიცა გამოაჩინებენ. რამეთუ დავით „სამარე ზეღებულად“ უწოდა მათ, რომლისა სიმყრალე და სიხენეშე განცხადებულად ჩანნ; და ესაია დაწყებასა მებრ წინაჲსწარმეტყუელებისა თჳსისასა უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად და ერად, სავსედ უშჯულოებითა, თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად; ეგრეთვე შჯულისმდებელი მოსე ნაშობად ბილწებისა სახელ-სდებს, ნათესავად დრკუდ და გულარძნილად და ერად ცოფად და განდრეკილად, წარწყმედისა მზრახვალად, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ. (2 სჯ. 32, 5-6) და თითოეული წინაჲსწარმეტყუელი შემსგავსებულთა სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოებდეს. რომელსაცა ჰნებავს მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ წიგნნი იგი საწინაჲსწარმეტყუელონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ ყოვლითავე არაწმიდებითა და უშჯულოებითა.
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:
...რიტსა იტყჳს.
უკუეთუ მრისხავთ ამისთჳს, რომელ პირნი ესევითარნი მდინარესა მწჳრისასა მივამსგავსენ, უწყოდეთ, ვითარმედ ფრიად რიდობით ვთქუ ესე; ხოლო წერილი ფრიად უმეტეს ამისა იტყჳს ესევითართათჳს: „გესლი ასპიტისაჲო ბაგეთა მათთა“; და „სამარე ზეღებულ არს ჴორჴი მათი“. ხოლო ნეტართა მათ მონაზონთაჲ არა ეგრეთ არს, არამედ იხილვების სავსე სიტკბოებითა და სურნელებითა ფრიადითა, და ესე ამასვე სოფელსა.
ხოლო მის საუკუნოჲსაჲ რაჲ-იგი მიელის მათ, რომელმან-მე სიტყუამან გამოთქუას, რომელმან-მე გონებამან მოიგონოს ბრწყინვალებაჲ იგი ანგელოზებრივი, ნეტარებაჲ იგი გამოუთქუმელი, კეთილნი იგი მოუგონებელნი? უწყი, მრავალთა გულნი განჴურდეს სიტყუათაგან ამათ და სურვილად აღიძრნეს კეთილისა ამის მოქალაქობისა. გარნა რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ვიდრე ეკლესიასა შინა იყვნეთ, სურვილი ესე აღეტყინებოდის შორის თქუენსა, ხოლო გან-რაჲ-ხჳდეთ ამიერ, დაშრტეს ალი იგი და განგრილდეს? ამისთჳს, ჵ კაცო, უკუეთუ იქმნა შენ შორის სურვილი, უკუეთუ აღეტყინა გულსა შენსა ცეცხლი სულიერი, ნუ გცონინ წარსლვად მათ ანგელოზთა თანა და შერთვად კრებულსა მათსა. ვერ გულისჴმა-გიყოფს ესრეთ სიტყუაჲ ჩუენი, ვითარ ხილვაჲ თუალითა. ნუ იტყჳ: განვაზრახო ცოლსა ჩემსა და ვიურვნე ს...