მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 3:24

23. სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს.24. სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.25. შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან.
ესაია თავი 3
24. სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ელგვარ ოქროზე მეტად ძალუძთ მაყურებელთა დაპყრობა? შევშინდეთ, საყვარელნო, რომ ჩვენც არ მოვისმინოთ ის, რასაც წინასწარმეტყველი ებრაელ ქალებს ეუბნებოდა, გარეგანი სამკაულით დაკავებულებს: „ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს“ (). ამრიგად, ესენი ოქროებზე უფრო მიმზიდველია, რადგან ბევრი სხვა რამეც სწორედ ამისთვის არის საგანგებოდ მოგონილი: რომ თვალს მოხვდეს და მაყურებლები ტყვედ წაიყვანოს. ეს ცოდვა მცირე არ არის, არამედ მეტად დიდია: საკმარისია, რომ ღმერთი განარისხოს და ქალწულების მთელი შრომა დააზიანოს.

3.

სიძედ ქრისტე გყავს; რად იზიდავ კაცთაგან საყვარლებს? მაშინ მრუშობისთვის განგსჯის. რატომ არ იმკობ იმ სამკაულით, რომელიც მას სათნოა და მისთვის საყვარელია: კრძალულებით, უმანკოებით, წესიერებითა და უმანკო შესამოსლით? ხოლო ეს რაღაც მეძავური და სამარცხვინოა. ვეღარ განვასხვავებთ მეძავებსა და ქალწულებს....

სრულად ნახვა