...თაც ამის გაგება სურდათ, ღვთისგან მომხდარით კი არ უნდოდა გაოცება, არამედ ადამიანურით, რადგან მათი შემოსევის ეშინოდა; ამიტომაც უჩვენებდა მათ საგანძურებს, რადგან საგანძურებში ჰქონდა თავისი სასოება. ამიტომაც ღმერთი განრისხდა და თქვა: „მიიხუნენ ყოველნი სახლისა შენისაშორისნი“ (), ესე იგი: ისინი წაიღებენ, ვისზეც სასოებდი და ვისაც ენდობოდი. ამისთვისვე იკიცხება ისრაელიც, რადგან ფულსა და ცხენებზე იყო დანდობილი. ამიტომაც წინასწარმეტყველი ურჩევდა მათ, საპირისპირო სიტყვებით მოელმობიერებინათ ღმერთი და ეთქვათ: „ცხენებზე აღარ ავმხედრდებით“ (). ღმერთი პატივს გცემს, შენ კი საკუთარ თავს შეურაცხყოფ? ღმერთი პატივს გცემს და თავისგან თანადგომას გპირდება, შენ კი ადამიანურ სასოებებს მიმართავ და უსულო ნივთიერებას — ფულს — შენი ხსნის სასოებას ანდობ? რადგან იგი მხოლოდ შენს ხსნას კი არ ეძიებს, არამედ იმასაც, რომ ეს პატივით აღასრულოს. ძლიერ უყვარხარ და ამ...
1. ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა.2. გაიხარა ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე - ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მისსაგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს.3. მივიდა ესაია წინასწარმეტყველი ხიზკიაჰუსთან და უთხრა: რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან? მიუგო ხიზკიაჰუმ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.4. თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ხიზკიაჰუმ: ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურებში, რომ არ მეჩვენებინოს მათთვის.5. უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: ისმინე ცაბაოთ უფლის სიტყვა:6. აჰა, დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი.7. წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.8. უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოთქვი. დასძინა: რადგან ჩემს დროში მაინც იქნება მშვიდობა და სიმტკიცე.