მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 40:13

12. ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?13. ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?14. ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?
ესაია თავი 40
13. ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...ოსწრაფე ხართ ყოვლისავე საქმისა მიზეზთა ცნობად, რამეთუ ამის ჯერისაგან მრავალნი შთავარდეს წვალებათა ბოროტთა და უკურნებელ იქმნეს. ვინ ხარ შენ, მიწაჲ ეგე და ნაცარი, რომელ გნებავს, თუმცა გულისჴმა-ჰყვენ სასჯელნი ღმრთისანი? არა გესმისა, რასა ღაღადებს ესაია: „ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ექმნა მას?“ არა აღმოიკითხავა წიგნსა პავლე მოციქულისასა, ვითარ იტყჳს: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან სასჯელნი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!“

აჰა ესერა ესე ყოველი ვთქუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალნი არიან საქმენი ჩუენგან დაფარულნი და ღმრთისადა საცნაურნი. ხოლო აწ ესეცა ვთქუა: იტყჳ, თუ: ვინაჲ არს ვინმე მდიდარ? - რომელნიმე მდიდარ არიან ნებითა და მიცემითა ღმრთისაჲთა, სხუანი კუალად მიშუებითა მისითა მოიგებენ სიმდიდრესა, რამეთუ ესე არს მოკლე და მარტივი სიტყუაჲ. და რაჲ არს სიტყუაჲ ესეო? - იტყჳს წინააღმდგომი, - მეძავთა და მემრუშეთა და მტაცებელთა ღმერთი მისცემსა სიმდიდრესა და იგი იქმსა განმდიდრებასა მათსა? არა იგი იქმს, არამედ მიუშუებს განმდიდრებად. ხოლო ფრიადი განყოფილებაჲ არს და უზომოჲ სიშორე შორის ქმნისა და მიშუებისა. და თუ სთქუა, ვითა...

სრულად ნახვა