მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 40:12

11. როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.12. ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?13. ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?
ესაია თავი 40
12. ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ეკლესიის მსახურება და ღვთის ყველგანმყოფობა:

...რადგან როგორ მკვიდრობს ცათა შინა ის, ვინც ცასა და მიწას აღავსებს, ყველგან მყოფია და ამბობს: „ღმერთი მახლობელი მე ვარ, - იტყჳს უფალი, - და არა ღმერთი შორიელი“ (); „ვინ აღწყო ჴელითა წყალი და ცაჲ მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა?“ (); „რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი“ ()?

მაგრამ რადგან მისი სიტყვა იუდეველებისადმი იყო მიმართული, ამიტომ ამჟამად სიტყვას ამგვარად წარმართავს: ნელ-ნელა აღამაღლებს მათ გონებას, აზრს ფრთებს ასხამს და მშვიდად აჰყავს ზემოთ. სწორედ ამიტომ არც უბრალოდ თქვა: „რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს და მდაბალთა ჰხედავს“ (), არამედ ჯერ თქვა: „ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი“ (), და მხოლოდ მაშინ დაუმატა: „რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს და მდაბალთა ჰხედავს“ (). ხოლო ის პირველი სიტყვა თქვა იმის საჩვენებლად, თ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. ღვთის განგება და ძის შემოქმედება:

...ფსალმ 8:4); არა იმიტომ, რომ ღმერთს თითები აქვს, არამედ იმიტომ, რომ ხილულ საგნებს უმცირესი მოქმედებით შექმნილად აჩვენებს და ჩვენთვის ჩვეულებრივი სახელებით გვასწავლის ჩვენზე აღმატებულს. რადგან როცა ამბობს: „ცაჲ მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა“ (), ამას მუჭისა და მტკაველის საჩვენებლად კი არ ამბობს, არამედ ღვთის ძალის უსაზღვროების წარმოჩენა სურს. მაშ როგორ კადრულობენ ზოგნი, ძეს მსახური უწოდონ? რადგან მან, როცა ცის შექმნა იყო საჭირო, თავისი მთელი მოქმედი ძალაც კი არ აუმოქმედებია; რას ვამბობ — მთელი? არც უმცირესი, არამედ მხოლოდ უმცირესზე უმცირესი. როგორ შეიძლება იგი მსახური იყოს? როგორ არის მსახური, თუ „რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს“ ()? სადღა არის „მსგავსად“, თუ ერთი მსახურია, ხოლო მეორე — შემოქმედი? და როგორ ამბობს, რომ საქმეები მისია, როცა ერთგან ამბობს: „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან“ (),...

სრულად ნახვა