...„ერთ არს ღმერთი“? არამედ ესე სხუათაცა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს, და მოსე ღაღადებს, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; და ესაია იტყჳს: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა არს“. რაჲ უკუე ვისწავეთ უმეტესი ძისაგან, რომელი-იგი არს წიაღთა შინა მამისათა? პირველად უკუეთუ თჳთ ესე სიტყუანი მისითავე ძალითა თქუმულ არიან, და კუალად ფრიად უმჯობესი და უზეშთაესი მოვიღეთ მის მიერ სწავლაჲ: ერთად, ვითარმედ „სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა უჴმს თაყუანისცემაჲ“, და ვითარმედ ხილვაჲ ღმრთისაჲ შეუძლებელ არს, და არავინ იცის იგი, გარნა ძემან, და ვითარმედ მამაჲ არს ძისა მხოლოდშობილისაჲ, და სხუაჲ რაოდენი მისთჳს თქუა. ხოლო „გამოთქუმაჲ“ ცხადსა და ძლიერსა საქმესა მოასწავებს, რომელი-იგი არა თუ ჰურიათა ოდენ მიმართ, არამედ ყოვლისა სოფლისა მიმართ ქმნა და წარჰმართა. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთასა არცა ჰურიანი ისმენდეს ყოველნივე, ხოლო მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ ყოველმან სოფელმან ისმინა და ჰრწმენა. „გამოთქუმაჲ“ უკუე ამას ადგილსა განცხადებულსა მას და მტკიცესა სწ...
ესაია 43:10
9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!
ესაია თავი 43