მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 45:7

6. რათა გაიგონ მზის აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომ არავინაა ჩემს გარდა, რომ მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.7. ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.8. იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.
ესაია თავი 45
7. ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.
„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა“ ().

1.

მართალია, ნათქვამი ცოტაა, მაგრამ წყარო თაფლზე ტკბილია, ისეთი თაფლისა, რომელიც გაძღომას არ იწვევს. ეს გრძნობადი თაფლი ენაზე ამთავრებს სიამოვნებას და ხრწნილებაში გადადის; ხოლო სწავლების თაფლი სინდისში ინახება, მუდმივ სიხარულს გვანიჭებს და უხრწნელობისკენ გვიძღვის. ერთი ბალახებისგან შედგება, მეორე კი საღმრთო წერილებიდან იქსოვება. დღეს მან, ვინც კეთილად ილაპარაკა, ამ სწავლების თაფლით აგავსოთ; მან მორჩილების ჯილდო მოიპოვა, სიყვარულის ძალა აჩვენა და რწმენის კეთილშობილება გამოაჩინა. მაშ, მოდი, ჩვენც კვლავ დიდი გულმოდგინებით დაგიდგათ ჩვეული ტრაპეზი; რადგან ძლიერ გვიხარია, რომ მაშინ, როცა ბრწყინვალე დოღი იმართება, აქ ამდენი ხალხი მოვიდა და იქაური დროსტარება არაფრად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:

...ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არა უფალმან ქმნა?“ არა თუ ცოდვა-თათჳს იტყჳს, ტაცებათა და ანგაჰრებათა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ ზეგარდმო მოვლინებულთა მათ წყლულებათა; და კუალად იტყჳს: „მე ვქმნი მშჳდობაჲ და მოვავლინი ბოროტი“, რამეთუ აქაცა არა თუ უკე-თურებასა მოასწავებს, - ნუ იყოფინ! - არამედ სიყმილთა და სიკუდილ-თა და სხუასა ესევითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამეთუ ბოროტისა სახელი ორკერძო არს: ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ არს ცოდვაჲ და ურჩულოებაჲ, რომლისა მიზეზი არავინ არს სხუაჲ, გარნა ეშმაკი და ბოროტნი იგი ნებანი ჩუენნი; ხოლო მეორე იგი სახელი ბოროტისაჲ ითქუმის კაცთა მიერ ჭირთათჳს და განსაცდელ-თა, რომელ არიან: სიყმილი, სრვაჲ, სიკუდილი, სნეულებანი, უწჳმროებანი და სხუაჲ მსგავსი ამათი, რომელ-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა; ხოლო მოივლინებიან კაცთა ზედა საწურთელად უკეთურებისა მათისა, ანუ თუ სხჳთა რაჲთმე განგებულებითა; ვითარცა-იგი ხუთისა მის სამთავროჲსა ქურუმნი და მისანნი ზეგარდამო მოვლინებულსა მას გუემასა ბოროტად უწესდეს სალმობისა მისთჳს და ტკივილისა, მოწევნულისა მათ ზედა.

სრულად ნახვა