...რ თქვა ის უბედურებები, რომლებიც მათ უნდა დასტყდომოდათ, რათა მაცდურებს აღარ შეძლებოდათ მომხდარის დემონთა რისხვაზე მიწერა. და რომ ამ სიტყვებს ვარაუდით არ ვამბობ, მოისმინე ესაიას ნათქვამი: „უწყი მე, ვითარმედ ფიცხელ ხარ, და ძარღუ რკინისა - ქედი შენი და შუბლი შენი - რვალისა“ (). „ამიტომ თავიდანვე გითხარი, რათა არ გეთქვა: ჩემმა კერპებმა მიყო ეს, და ქანდაკებულმა და ჩამოსხმულმა ეს მოამზადა“ ()1. „არც იცოდი და არც გსმენია“ ()2. მაშ, რადგან, როგორც ვთქვი, დამოწმებიდანაც ჩანს, ისინი ამ ყველაფერს კერპებს აკუთვნებდნენ, წინასწარმეტყველება წინ უსწრებს, ამ ცდომილებას აუქმებს და მრავალი წლით ადრე ხმამაღლა აუწყებს მოსახდენს. მაგრამ რადგან ამის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ უმ...
ესაია 48:4
3. თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი ძირიდან არის გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.4. რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.5. მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო.
ესაია თავი 48