...ინე ესაიას ნათქვამი: „უწყი მე, ვითარმედ ფიცხელ ხარ, და ძარღუ რკინისა - ქედი შენი და შუბლი შენი - რვალისა“ (). „ამიტომ თავიდანვე გითხარი, რათა არ გეთქვა: ჩემმა კერპებმა მიყო ეს, და ქანდაკებულმა და ჩამოსხმულმა ეს მოამზადა“ ()1. „არც იცოდი და არც გსმენია“ ()2. მაშ, რადგან, როგორც ვთქვი, დამოწმებიდანაც ჩანს, ისინი ამ ყველაფერს კერპებს აკუთვნებდნენ, წინასწარმეტყველება წინ უსწრებს, ამ ცდომილებას აუქმებს და მრავალი წლით ადრე ხმამაღლა აუწყებს მოსახდენს. მაგრამ რადგან ამის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ უმადურნი იტყოდნენ: „წინასწარ არ გითქვამთ, წინასწარ არ მოგვისმენია, ახლა, აღსრულების შემდეგ, თხზავთ; ხომ არ იცოდით, რა მოხდებოდა; საიდან ჩანს, რომ ეს წინასწარ იყო ნათქვამი?“...
ესაია 48:5
4. რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.5. მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო.6. შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი.
ესაია თავი 48