...; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“** ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), საკრველებში მყოფთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ (). ამრიგად, ეს საკრველები განხეთქა და არა მხოლოდ გახსნა; რადგან განხეთქა გახსნაზე მეტს ნიშნავს. თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და ამ საკრველებში ცოდვათა საკრველები და მთელი ძველი კაცი იგულისხმოს, შესაფერის აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი საკრველიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ (). „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (). ნახე, როგორ ზემოთაც...
8. ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად,9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი.10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.
ესაია თავი 49