მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 5:20

19. რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ.20. ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!21. ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!
ესაია თავი 5
20. ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!
სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროში 25 მარტს 1881 წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ვაი არს, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ. (ისაია 5, 20).

ძმანო მართმადიდებელნო ქრისტიანენო! თუმცა ამ წმიდა დღეს ჯერ იყო უბნობა თქვენს წინაშე რომელსამე სულიერსა საგანსა ზედა, მაგალითებრ, ლოცვასა, მონანელობასა ზედა, გარნა აწინდელთა საქვეყნო გარემოებათა მაიძულეს მე წართქმად თქვენს წინაშე სიტყვისა იმ საშინელს მოვლენაზედ, რომელზედ ახლა ყოველი კაცი ჰღაღადებს, სწუხს, სჯის, მით უმეტესად, რომ ეს შემაძრწუნებელი მოვლენა, მისი ცხოვლად წარმოდგენა და გახსოვნება, დააფიქრებს კაცს, გააჩენს მის გულში თუ კაცობრივი გრძნობა არ დაუკარგავს, მწუხარებას, სინანულს და ლოცვას.

უეჭველია თქვენ კიდეც მიხვდით, რომ მე ვამბობ ჩვენი ხელმწიფე იმპერატორის საშინელ სიკვდილზე. ვიცი ისიც, რომ თვით თქვენცა ყოველნი უმეტესად განცვიფრებულნი და შეწუხებულნი ხართ ამ შემაძრწუნებელი ანბავისაგან. ან კი როგორ შეიძლება არ განცვიფრდეს კაცი და ზარდაცემული არ შეიქმნეს, თუ იგი კაცია, ადამიანი, და არა მხეცი, როდესაც ცხოვლად წარმოიდგენს, რა სახით გარდაიცვალა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის