1.ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.2.დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო.3.ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი.4.კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?5.ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს.6.გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.7.რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!8.ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე.9.ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან.10.ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!11.ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!12.ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.13.ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიორებს წყურვილი გაახმობს.14.ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა;15.მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება.16.მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში.17.გაიკვებებიან ცხვრები თავიანთ ფარეხში და ნასუქალთა ნარჩენებს უცხონი შეჭამენ.18.ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით - ცოდვას.19.რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ.20.ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!21.ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!22.ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში!23.ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს!24.როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს.25.ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.26.შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება.27.არავინ იქნება დამაშვრალი მათ შორის, არც შებარბაცებული; არ ჩათვლემს, არ დაიძინებს, სარტყელი არ შეეხსნება წელზე და ფეხსამოსის თასმები არ დაუწყდება.28.წამახული აქვს ისრები და ყველა მშვილდი მოზიდული აქვს; კაჟივითაა მისი ცხენის ფლოქვები და მისი ეტლის ბორბლები ქარიშხალია.29.მისი ღრიალი ლომის ღრიალია, ლომის ბოკვერებივით ბდღვინავს; დაიღრიალებს და მსხვერპლს დაეცემა, გაიტაცებს და ვერავინ იხსნის.30.დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან.
ვაი არს, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად,და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსანათლად და ნათელსა ბნელად და რომელნი დასდებენმწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ. (ისაია 5, 20).
ძმანო მართმადიდებელნო ქრისტიანენო! თუმცა ამ წმიდა დღეს ჯერ იყო უბნობა თქვენს წინაშე რომელსამე სულიერსა საგანსა ზედა, მაგალითებრ, ლოცვასა, მონანელობასა ზედა, გარნა აწინდელთა საქვეყნო გარემოებათა მაიძულეს მე წართქმად თქვენს წინაშე სიტყვისა იმ საშინელს მოვლენაზედ, რომელზედ ახლა ყოველი კაცი ჰღაღადებს, სწუხს,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“ (21,44).:
...ნა და საწნეხელი მოვ-თხარე მას შორის და ველოდე, ვითარმედ ყოს ყურძენი, და მან ყო ეკალი. და აწ საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა, რაჲღა-მე ჯერ-იყო ყოფად ვენაჴისა მის, და არა უყავ მას? რამეთუ ველოდე, რაჲთამცა ყო ყურძენი, და მან ყო ეკალი. ველოდე, რაჲთა ყოს სამართალი, ხოლო მან ყო უშჯულოებაჲ და ღაღადებაჲ“. კეთილად გამოსახა სიბოროტე მათი წინაჲსწარმეტყუელმან, და გულისჴმა-ყავთ, რომელსა იტყჳს ეკალსა ანუ რომელსა ღაღადებასა.
ეკალსა მოასწავებს ყოველსა უშჯულოებასა მათსა, და უმეტესად, რომელ-იგი შეთხზნეს ეკალთაგან გჳრგჳნი და დადგეს თავსა მეუფისასა; ხოლო ღაღადებაჲ, რომელ ქმნეს, ყოველთა მიერ საცნაურ არს, რაჟამს ღაღად-ყვეს: „აღიღე ეგე, აღიღე და ჯუარს-აცუო“. ამისთჳს ისმინეთ შემდგომიცა სიტყუაჲ ჴმამაღლისაჲ მის: „აწ გითხრაო, რაჲ უყო სავენაჴესა მას ჩემსა: მოვარღჳო ზღუდე მისი, და იყოს მიმოსატაცებელ, და დავარღჳო კედელი მისი, და იყოს დასათრგუნველ, და დაუტეო სავენაჴე ჩემი, და არა განისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდეს მას, ვითარცა ოჴერსა, ეკალი; და ღრუბელთა უბრძანო, რაჲთა არა წჳმონ მას ზედა წჳმაჲ; რამე-თუ სავენაჴე უფლისა საბაოთისი სახლი ისრაჱლისაჲ არს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ (1,3).:
...მოსესმან. და კუალად განაღო ღობე იგი და შუაკედელი სახარებამან ქრისტესმან, რამეთუ მარადის წერილი ძუელსა მას რჩულსა ღობედ და შუაკედელად უწესს, ვითარცა იტყჳს დავით: „დაარღჳე ღობე მისი, და მოჰყურძნიან მას თანაწარმავალნი გზისანი“; და ესაია იტყჳს: „ზღუდე მოვადგი მას“; და პავლე ღაღადებს: „შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰ-ჴსნა“. სხუათა კუალად ესრეთ თქუეს, ვითარმედ: რომელმან-იგი ჴელი გამოიღო პირველ, სახე იყო ძუელისა რჩულისაჲ, და მერმე უკუიქცა, და უმრწემესი იგი პირმშო იქმნა და მისი იგი შუაკედელი და ღობე დამაყენებელი განკუეთა, რომელ იყო სახე ახლისა ამის რჩულისაჲ. ჰხედავა, ვი-თარ არა ცუდად აჴსენა საქმე იგი იუდაჲსი? ამისთჳს რუთს და თამარს სახელ-სდებს, რომელთაგან ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე - მეძავი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველთა ბოროტთა ჩუენთა დაჴსნად მოვიდა ქრისტე, რამეთუ არა შჯად მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგან იტყოდეს შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა, ვი-თარმედ: „სიძვით ისიძვა“; და კუალად: „პირი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (3,16-17).:
...მეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა ჰურიათა თჳსისა უკეთურებისაგან წარწყმედაჲ და უკუანაჲსკნელთა სატანჯველთა მიცემაჲ, რაჲთა არავინ იქმნას მაბრალობელ ღმრთისა, ამისთჳს იტყჳს: „და აწ კაცმან იუდაჲსმან და რომელნი ხართ იერუსალჱმს, საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა. რაჲღამცა უყავ სავენაჴესა მას ჩემსა, და არა უყავ მას?“ ეგრეთვე აქაცა გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ შეჰგვანდა ყოფად, და არა იქმნა მოყვანებად მათა სარწმუნოებად; უკუეთუ კულა არა ინებეს მოსლვად, ესე მათისა მის ურჩულოებისა გარდამატებულებაჲ იყო და სხუაჲ არარაჲ.
ესე სიტყუაჲ გაქუნდინ მარადის მათა მიმართ, რომელნი განგებულებათა ღმრთისათა ჴელ-ჰყოფენ უგუნურებით ბრალობად, რამეთუ იხილე, ვითარნი საკჳრველებანი აღესრულებოდეს, მომასწავებელნი მომავალ-თანი, რამეთუ არა სამოთხე, არამედ ცანი განეხუმიან, და სული წმიდაჲ იხილვების, და ჴმაჲ ზეგარდამო ისმის, ხოლო უგულისხმონი იგი და ორგულნი არავე მოვლენ მეცნიერებად. გარნა ჰურიათა მიმართ სიტყუაჲ სხუად ჟამად დამარხულ იყავნ ჩუენდა, ხოლო აწ შეწევნითა ღმრთისაჲთა წინამდებარისა ამისთჳს ვიტყოდით ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა მომცეს ჩუენ სიტყუაჲ უფალმან, რომლისაგან არს ყოველი ნიჭი კეთილი: „და ნა-თელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი“. რაჲსათჳს გა...