მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 58:7

6. განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?8. მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.
ესაია თავი 58
7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სარწმუნოება თავისიანებზე ზრუნვით და კეთილი საქმეებით:

...ც ზრუნვაა. ხოლო ვინც თავისიანებზე, და განსაკუთრებით სახლეულებზე, ანუ ნათესაობით დაკავშირებულებზე არ ზრუნავს, პავლეს თქმით, ურწმუნოზე უარესია. ამას ამბობს წინასწარმეტყველთა მთავარი ესაიაც: „თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო“ ().

რადგან თუ ვინმე ნათესაობით ახლობლებსა და სისხლით დაკავშირებულებს უყურადღებოდ დატოვებს, სხვების მიმართ როგორ იქნება მოსიყვარულე? განა ყველანი დიდებისმოყვარეობად არ ჩათვლიან ამ საქმეს, როცა უცხოებს სიკეთეს უკეთებს, თავისიანებს კი უგულებელყოფს და არ ინდობს? ანდა რა, როცა სხვებს სარწმუნოებას ასწავლის, თავისიანებს კი ცდომილებაში უყურადღებოდ ტოვებს, თუმცა მათთვის სიკეთის კეთებაში უფრო მეტი შესაძლებლობა და უფრო დიდი უფლება აქვს? სრულიად ასეა; განა არ იტყვიან: „მოსიყვარულენი არიან ქრისტიანები, რომლებიც თავისიანებს უყურადღებოდ ტოვებენ?“ და იგი, ამბობს, „ურწმუნოჲსა უძჳრეს“ () არის....

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტეს საჴსარი და ანგარების საკრველნი:

...ქვემდებარებ? ნუთუ ეს ყოველგვარი ბრალდებისა და დაგმობის ღირსი არ არის? არა — გევედრებით — არ ვაკეთოთ ეს, არამედ — „განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა“ () და „დაუნეცვე მშიერსა პური შენი“ ()3; ყველაფერი დანარჩენიც ვაკეთოთ, რასაც შეუძლია მოგვიპოვოს ღმერთთან კადნიერება, რათა მივიღოთ აღთქმული სიკეთენი.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სათარგმნო შენიშვნები

  1. ბერძნულ წყაროში ბოლო გამონათქვამი რამდენიმე სამოციქულო ადგილის შეჯამებაა; ციტატა მოყვანილია ქართული ბიბლიური კორპუსის მიხედვით.
  2. ოქროპირი ძველი ქართული მუხლის ფრაგმენტს აწმყო დროით გადმოსცემს.
  3. ბერძნული ბოლო წინადადება დოქსოლოგიითა და ამინით სრულდება, მაგრამ ქართული დოქსოლოგია მთავარ ჩარჩოს ეკუთვნის. [↩](#fnref-s3-6...
სრულად ნახვა