მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 59:2

1. აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს.2. მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას,3. რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს.
ესაია თავი 59
2. მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღმრთის საქმეთა ხსოვნა და დაცემულთა აღდგომა:

...და საიდან ხდება ეს პირის მიქცევა? თვით ღმერთი ესაიას მიერ ამბობს: „ნუთუ ჩემი ჴელი უძლურია?“ ()12. „არამედ თქვენი ცოდვები განყოფს ჩემსა და თქვენს შორის“ ()12. ამიტომ, როცა რაიმე ბოროტს ჩავიდენთ, ღმერთი პირს იბრუნებს. რადგან ამბობს: „წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა“ ().

ამიტომ პირს იბრუნებს მათგანაც, ვინც სასოწარკვეთას მისცემია. ამიტომ ამბობს: „და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (). მაშ, ამ სათნოებას ვესწრაფოთ, რათა მისი პირი ჩვენკენ მოვაქციოთ და ბოროტების უფსკრულებში არ ჩავცვივდეთ, სადაც დი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...გინი. ხოლო ოდეს კაცი ღმრთისა მიერ დატევებულ იქმნას, მიერითგან ეშმაკსა რაჲცა ენებოს, აქმნევს. და ამისთჳს შეაშინებს მსმენელსა და იტყჳს: „განაფიცხა და მისცა“, რამეთუ იგი ნეფსით თჳსით არა თუ ოდენ არა მიგუცემს, არამედ და-ცა-არავე-გჳტეობს; და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „არა ცოდვანი თქუენნი განგყოფენ ჩემგან?“ და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“; და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“; და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“ ; და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“. ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდ...

სრულად ნახვა