მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 6:7

6. მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით.7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა.8. მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე.
ესაია თავი 6
7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ჴელსა შინა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან“** (). „და შეეხო ჩემს პირს და თქვა: აჰა, ეს შეეხო შენს ბაგეებს და წაიღებს შენს ურჯულოებებს და შენს ცოდვებს სრულად განწმენდს“ ()3. ზოგიერთები ამბობენ, რომ ესენიც მომავალი საიდუმლოებების სიმბოლოებია: საკურთხეველი, მასზე მდებარე ცეცხლი, მსახურებაში მყოფი ძალა, პირში მიცემა და ცოდვათა განწმენდა; ჩვენ კი ამჯერად ისტორიას მივყვებით და ვამბობთ, რის გამო მოხდა ეს.

ის იუდეველ ხალხთან უნდა გაიგზავნოს, რათა საშინელი და აუტანელი რამეები აუწყოს. ამიტომ იგზავნება სერაფიმი, რათა წინასწარმეტყველი შიშითა და კადნიერებით აღავსოს. და რათა მან, მოსესავით, მიზეზად არ წამოაყენოს, რომ სუსტი ხმა აქვს, ან იერემიასავით, რომ მეტისმეტად ახალგაზრდაა, და ამგვარად ამ წინასწარმეტყველმაც არ თქვას, რომ არაწმინდა ბაგეები აქვს და ნათქვამთა მსახურ...

სრულად ნახვა