...და თუ იქ, სადაც წნელები და ფისი იყო, ალმა თავისი ბუნება დაივიწყა, რაღა გიკვირს, რომ ახლა, როცა ასეთი საკვირველი მოქმედება მოხდა, ამ ცეცხლმა განწმინდა და არ დაწვა? „და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ?“ (). ხედავ, რამდენი აღასრულა ხილვამ, რამდენი მოახდინა შიშმა? თუმცა მოსეს შემთხვევაშიც მსგავსი რამ მოხდა: მართალია, სერაფიმები არ გამოჩენილან და არც თვითონ უფალი მჯდომარე საყდარზე, მაგრამ მაშინ წინასწარმეტყველს სხვა საკვირველი სანახაობა ეჩვენა, თანაც ისეთი, რომ გამოჩენილს ვერავინ გაუსწორებდა თვალს. რადგან ამბობს: „მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების“ (). მაგრამ ყოველივე ამისა და ღვთის მრავალი შეგონების შემდეგაც დიდი მოსე თავს იკავებს, მიზეზებს იმიზეზებს და უარის სათქმელად ათასგვარ საბაბს იგონებს: „ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე“ () და: **„გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ,...
ესაია 6:8
7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა.8. მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე.9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით თხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
ესაია თავი 6