მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 65:25

24. ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე.25. მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი.
ესაია თავი 65
25. მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. წარმართთა სიხარული და გამარჯვების ღაღადი:

...წყისი და შესავალი ხილულთაგან ჰქონდეს, მაინც გონისეულთაკენ მიუძღვის მსმენელს. რადგან, რაც წინათაც ვთქვი, ამას ახლაც ვიტყვი: ზოგი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ითქვა, ზოგი კი — დაწერილის საპირისპირო აზრით, მაგალითად, როგორც იმ ადგილას არის: „მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად“ (). მართლაც, იქ არც მგლებსა და კრავებს მივიღებთ პირდაპირ, არც ბზეს, ხარსა და კუროს; არამედ პირუტყვთა ხატით ადამიანთა ზნეებს აღვნიშნავთ; ზოგს კი ორგვარად ვიღებთ: ხილულსაც ვიგულისხმებთ და გონისეულსაც მივიღებთ, როგორც აბრაამის ძის მსხვერპლად აღყვანისას. რადგან ვიცით, რომ ძე მსხვერპლად იქნა აღყვანილი, ხოლო ძის მეშვეობით აზრში დაფარულ სხვა რამესაც გამოვარჩევთ — ჯვარს. ეგვიპტეში დაკლული კრავის შემთხვევაშიც ასევე კვლავ ვსახავთ ვნების ხატს. ამიტომ აქაც ასე უნდა მოვიქცეთ. რადგან სიტყვა უბრალოდ არაბებსა და მათ მეზობლებზე კი არ არის, არამედ ყველა ერს უხმობს.

**„რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა...

სრულად ნახვა