1. გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;2. რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.3. დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.4. ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.5. ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.6. უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.7. რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.8. გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.9. მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.