მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 7:3

2. ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.3. უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე,4. და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე.
ესაია თავი 7
3. უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე,
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა“ ().

1.

რაც მრავალჯერ მითქვამს, ამას ახლაც ვიტყვი: ძველად წინასწარმეტყველებები იმისთვის კი არ ხდებოდა, რომ იუდეველებს უბრალოდ მომავალი გაეგოთ, არამედ იმისთვის, რომ როცა ამას შეიტყობდნენ, აქედან სარგებელი მიეღოთ: მუქარის შიშით უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ, სიკეთეთა აღთქმით კი სათნოების საქმეში უფრო გულმოდგინენი, რადგან ორივე მხრიდან სწავლობდნენ ღვთის ძალასაც და მათდამი მის მზრუნველობასაც. სწორედ ამ მიზეზით ითქმებოდა წინასწარ ის, რაც ითქმებოდა: რათა არ ეფიქრათ, თითქოს მომხდარი უბრალოდ და შემთხვევით მოდიოდა, ბუნების რაღაც თანმიმდევრობით ან საქმეთა დინებით, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ორივე ზემოდან და ღვთის განჩინებით ხდება; ეს კი მათ უდიდესად ეხმარებოდა ღვთის შემეცნებაში. მაგრამ, როგორც ადრე უკვე გითხარით, წინასწარმეტყველებას მტკიცებულება იმავე ჟამს არ ჰქონდა: სიტყვები მაშინ ითქმებოდა, საქმეები კი მრავალი დროის...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ვინ ამბობს ამას? ესაია, სერაფიმთა მხილველი, რომელიც ქორწინებაში ცხოვრობდა და მადლი არ ჩაუქრია. თქვენ ყურადღება მიაპყარით წინასწარმეტყველს, მაგრამ დღესაც ისმინეთ წინასწარმეტყველისა: „გამოვედ“, „შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი“ (). აუცილებელია, ესეც გვერდზე არ გავუშვათ. „გამოვედ“, „შენ და“ ... „ძე შენი“ (). ჰყავდა წინასწარმეტყველს ძე? მაშ, თუ ძე ჰყავდა, ცოლიც ჰყავდა, რათა იცოდე, რომ ქორწინება ცუდი არ არის, არამედ სიძვაა ბოროტება. მაგრამ რადგან ბევრ ვინმეს ვესაუბრებით და ვეუბნებით: რატომ არ ცხოვრობ სწორად, რატომ არ აჩვენებ მკაცრ და მოწესრიგებულ ცხოვრებას?

როგორ შევძლებ, ამბობს, თუ ცოლს არ განვეშორები, თუ შვილებს არ განვეშორები, თუ საქმეებს არ განვეშორები? რატომ? ნუთუ ქორწინება დაბრკოლებაა?...

სრულად ნახვა