მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 18:4

3. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!4. აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.5. თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა,
ეზეკიელი თავი 18
4. აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ბოროტთა წარწყმედა და მართალთა ძლევა:

...; და არა მხოლოდ ეს: ეს მათთვის ბოროტადაც სრულდება, რადგან ნათქვამია: „სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“ (). აქ, ვფიქრობ, სიკვდილით იქაურ წარწყმედასა და სასჯელს გულისხმობს, როგორც სხვაგანაც ამბობს: „და სული მცოდველი იგი მოკუდეს.“ (). ამით არსებობის გაუქმებას კი არ მიანიშნებს, არამედ სასჯელს.

და ამ სიტყვის მეტაფორას განაგრძობს. რადგან როცა ცხვრები ახსენა, მათი მწყემსიც აჩვენა. ვინ არის ეს მწყემსი? შხამიანი მატლი, დაუსრულებელი სიბნელე, უხსნელი ბორკილები, კბილთა ღრჭენა. მაშ, ნახე, ისინი ყოველი მხრიდან როგორ ისჯებიან. სიცოცხლეში — იმიტომ, რომ სათნოებისკენ სვლაში დაბრკოლდნენ, ბოროტების მონები და ტყვეები გახდნენ და ზედმეტი, სასაცილო ჯაფა გასწიეს; აღსასრულისას — იმიტომ, რომ უბრალოდ და როგორც მოხვდათ, ისე დაიღუპნენ; აღსასრულის შემდგომ ჟამს კი — იმიტომ, რომ მუდამ წარწყმედის ხელში არიან. **„და ეუფლნენ მ...

სრულად ნახვა