მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 18:3

2. ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?3. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!4. აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.
ეზეკიელი თავი 18
3. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:

...ა ცოდა. რამეთუ ვი-თარცა ესე რაჲ თქუა, ვითარმედ: არცა ამისთა ცოდვათათჳს იშვა ბრმად, არცა მშობელთაჲსა, ეგრეთვე არს ყოველივე, და ამისთჳს ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყჳს: „ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - არ-ღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი, და შვილთა კბილნი მოემუხნეს“. და მოსე იტყჳს: „არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის: ვითარ თქუმულ არს, თუ: „რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე“? არამედ ჩუენ ვიტყჳთ ამისთჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათჳსმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგჳპტით გამოვიდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ: ვინაჲთგან ეგჳპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტჱს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმჱ ქმნეს. და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთჳს თქუმულ არს. ხოლო რაჲსათჳს ბრმად იშვა? ამისთჳს, „...

სრულად ნახვა