მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 3:17

16. შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ:17. ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.18. როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
ეზეკიელი თავი 3
17. ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...იერემიაც თავის ასაკს იმიზეზებს. ეზეკიელიც, ბრძანების მიღების შემდეგ, მდინარესთან შვიდ დღეს აყოვნებს, თავს იკავებს და ყოყმანობს. ამიტომაც ღმერთმა ის იგავური გაფრთხილება დაუმატა და თქვა: „ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა“ () და: „მათი სული შენი ხელიდან გამოვიძიო“ ()4.

იონა კი არა მხოლოდ უარს ამბობდა, არამედ გაიქცა კიდეც. მაშ, რა? განა ესაია ყველაზე, თვით დიდ მოსეზეც კი, უფრო გაბედული იყო? ვინ იტყოდა ამას? მაშ, რატომ იყო, რომ მოსე, როცა ებრძანა, თავს იკავებდა, ხოლო ესაია, რომელსაც ცხადადაც არ ჰქონია ბრძანება, მაშინვე ჩაეჭიდა საქმეს? რადგან ღმერთს არც უთქვამს: „წადი“, არამედ როცა ღმერთი ამბობდა: „ვინ მივავლინო“ (), ესაიამ ბრძანება მა...

სრულად ნახვა