...მოისმინო, როგორ იღუპებიან ზოგნი უდროო დუმილის გამოც, მე გაჩვენებ. რადგან ამბობს: „და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო“ (). სხვა კი იმის გამო იღუპება, რომ ზოგიერთთან განურჩევლად ლაპარაკობს და მისთვის მინდობილს გადმოღვრის. რადგან ამბობს: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა“ (). სხვა სიცილის გამო იღუპება; ამიტომაც ამბობს: „ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით“ ().
ხედავ, როგორ ღუპავს პირი? ახლა იხილე, როგორ აცხოვნებს პირი საპირისპირო საქმეებით. ხედავ ფარისეველს, რომელიც პირით იღუპება? იხილე მეზვერე, რომელიც იმავე პირით ცხონდა....