მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეზეკიელი 34:2

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:2. ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები?3. ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ!
ეზეკიელი თავი 34
2. ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოძღვრისათვის ლოცვა და სიტყვის გავრცელება:

...თანადგომასა და დახმარებას. თუ ჩვენი საქმე კეთილად წარემართება, თქვენიც უფრო ბრწყინვალე იქნება; თუ ჩვენთან მოძღვრების ნაკადი უხვად მოვა, სიმდიდრე თქვენამდე გადავა. ისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა," (). ხედავ პავლეს, რომელიც განუწყვეტლივ ეძიებს ამ ლოცვებს? გესმის, რომ პეტრე ასე გამოიხსნა საპყრობილიდან, რადგან მისთვის გულმოდგინე ლოცვა აღევლინებოდა? ფრიად მწამს, რომ თქვენს ლოცვას მრავალი რამის ძალა ექნება, როცა ესოდენი თანხმობით აღევლინება.

როგორ ფიქრობთ, რამდენად აღემატება ჩვენს სიმცირეს ესოდენი ხალხისთვის ღმერთთან მიახლება და ვედრება? რადგან თუ თვით მე საკუთარი თავისთვის ვედრების კადნიერება არ მაქვს, მით უმეტეს — სხვებისთვის. რადგან ეს იმ კეთილად წარმოჩენილთა საქმეა, რომლებმაც ღმერთი თავიანთ მიმართ კეთილგანწყობილად განაწყვეს: სხვებისთვისაც სთხოვონ ღმერთს მოწყალება; ხოლო ვინც თვითონვე დაბრკოლებულა, რო...

სრულად ნახვა