თარგმანი: ვითარ-იგი ზემო ვთქუთ, მოციქულთა მიერ და არა ქრისტესგან განსწავლულად იტყოდეს პავლეს წინააღმდგომნი; ჯიხვს ეტყჳს გალატელთა, ვითარმედ: რაჲ-იგი მიქადაგებიეს თქუენდა, არა კაცობრივისა სიბრძნისა, არცა მოციქულთა მოძღურებისა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტესგან ვისწავე, გამომეცხადა რაჲ გზასა ზედა მისლვასა მას ჩემსა დამასკოდ.
გალატელთა მიმართ 1:12
11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი,12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.13. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
გალატელთა მიმართ თავი 1