თარგმანი: ვითარ-იგი ზემო ვთქუთ, მოციქულთა მიერ და არა ქრისტესგან განსწავლულად იტყოდეს პავლეს წინააღმდგომნი; ჯიხვს ეტყჳს გალატელთა, ვითარმედ: რაჲ-იგი მიქადაგებიეს თქუენდა, არა კაცობრივისა სიბრძნისა, არცა მოციქულთა მოძღურებისა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტესგან ვისწავე, გამომეცხადა რაჲ გზასა ზედა მისლვასა მას ჩემსა დამასკოდ.
გალატელთა მიმართ 1:11
10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი,12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
გალატელთა მიმართ თავი 1