მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:14

13. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -
გალატელთა მიმართ თავი 1
14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისსწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა; უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღურებათა (1,14).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ზუაობით ვჰყოფდ დევნასა მას, არამედ რამეთუ უმეტეს მოშურნე ვიყავ შეურაცხ-ყოფისათჳს მამულთა მათ ჩემთა მოძღურებათაჲსა, უფროჲს ყოველთა მოჰასაკეთა ჩემთა, რომლისათჳს წარჩინებულცა ვიყავ მათ შორის. და ესე ყოველი არარაჲსა სხჳსათჳს დაუტევე, თჳნიერ ამისთჳს, რამეთუ ვიწოდე ქრისტეს მიერ გამოცხადებითა მისითა, და განვიჩინე წინამბრძოლად მათდა, რომელთა-იგი ვჰბრძოდე პირველ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის