თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "არა მოციქულთა მიერ წარვიგლინე იერუსალემით, მოწაფედ მოციქულთა, არამედ თჳთ მოძღურისა მის და წარმავლინებელისა მოციქულთაჲსა ხილვამან და ჩუენებამან მეცა მოციქულად წარმავლინა ქალაქთა არაბიას და დამასკოს. რამეთუ წინადაცუეთილებისათაგან გამომირჩია ქადაგი წინადაუცუეთელობისაჲ; რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "თჳთ წინადაუცუეთელ იყო, რომელი ქადაგებდა დაჴსნასა მისსა, ვითარცა ვერ-შემძლებელი წინადაცუეთად", ამისთჳს, არა ვითარცა ძნელსა და საჴმარსა, არამედ ვითარცა ნამეტავსა და უჴმარსა დავჰჴსნიდ მას. ხოლო არაბიას წარსლვითა ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არღა ხარებულ იყო მათდა, ამისთჳს უქმსა ქუეყანასა თჳთ იწყო მუშაკობად და სრბით თესვად თესლსა ღმრთისმსახურებისასა.
გალატელთა მიმართ 1:17
16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.17. არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.18. სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
გალატელთა მიმართ თავი 1