თარგმანი: მადლით წოდებულობასა დამდაბლებისათჳს იტყჳს თავისა თჳსისა, რამეთუ რომელი-იგი ჭურად რჩეულად იწოდა უფლისა მიერ, თჳთ — მადლით წოდებასა იტყჳს, ვითარმედ: არა ღირს ვიყავ მოსლვად მისსა. უკუეთუმცა არა მას მადლით მოეტევნეს უღირსებანი ჩემნი. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: გამოცხადებად ძე მისი ჩემ შორის. რამეთუ თავსა შორის თჳსსა მეტყუელად იტყჳს მხოლოდშობილსა ძესა, მამისა მიერ დედის მუცლითგან განკუთნვილი იგი, რაჲთა არა ხოლო ენითა მეტყუელ მისთჳს, არამედ გულითა და გონებითა სავანე იქმნეს მისსა. და ესრეთღა მრავალთესლთა წარმართთა შორის მიმოდადვას სახარებაჲ მისი, რომლისა ქადაგად არცა ერთისა ვის კაცთაგანისა, არამედ თჳთ მის თავადისა მიერ ჴელთდასხმულ იქმნა პავლე.
გალატელთა მიმართ 1:16
15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.17. არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
გალატელთა მიმართ თავი 1