მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:5

4. რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,5. ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე.
გალატელთა მიმართ თავი 1
5. ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე ამენ (1,4-5).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კეთილად ცხად-ყო, ვითარმედ არა დაუსაბამო, არცა დაუსრულებელ, არამედ უკუანაჲსკნელ შემოსრულ და წუთჟამისა არს სიბოროტე, ამისთჳს უწოდა მას სოფლისა ამის, ვითარცა ამას შინა შემთხუევადსა, და აღსასრულსა მისსა თანა დასრულებადსა, რომლისა ღონე მჴსნელმან ლოცვით გუასწავა მამისა მიმართ, ვითარმედ: "მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან" (), ხოლო აქა მოციქულმან ძისა მიერ თქუა ჴსნაჲ, რამეთუ ყოველივე მათი —ერთ არს. და შესძინა: "ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა". ნებაჲ უკუე თქუა, რამეთუ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ჴსნაჲ ჩუენი განჴორციელებითა ძისაჲთა, ხოლო მამად ჩუენდა წოდებითა ღმრთისაჲთა კუალად შვილებისა იგი მადლი მოაჴსენა, ნათლისღებისა მიერი, რაჲთა მისნი მიმთხუეულნი არღარა ეძიებდენ წინადაცუეთასა, რამეთუ ჭეშმარიტებისა მიმთხუეულთადა არღარად საჴმარ არიან სახენი. ვინაჲცა მოციქულმან მყის დასაბამსავე ამხილა რაჲ, მოჴსენებითა ჯუარცუმისა და აღდგომისა, ცოდვათაგან ჴსნისა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისა, მამისა სათნო-ყოფისა და ძისა განზრახვისა და ყოველთა კეთილთა მონიჭებისაჲთა, მყის დიდებისმეტყუელებად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის