თარგმანი: ორნი ბრალნი დასხნა მათთჳს: ვითარ გარდაიქცეს, და ესრეთ მსწრაფლ, რომელ არცაღა ჟამეულად მიამყოვრეს წინააღდგომაჲ მიმდრეკელთაჲ მათ. ხოლო შენ იხილე სიბრძნე, ვითარ სადაჲთ-იგი ჰგონებდეს შეძინებასა, ვითარმედ მამისა მსახურებაჲ არს პყრობაჲ ძუელისა შჯულისაჲ, მიერვე მოციქული წარუკუეთს სასოებასა, ვითარმედ ქრისტესგან და სახარებისაგან განშორებული — მამისაგანცა განშორებულ არს, რამეთუ თჳთ მამამან მიწოდნა ჩუენ მადლსა ამას ძისა მისისასა. რამეთუ მამაჲ გვწოდს მადლისა მიმართ, ხოლო ძე უსასყიდლოდ მოგუმადლებს განთავისუფლებასა ცოდვათაგან სისხლითა თჳსითა, ხოლო სული წმიდაჲ თანა-სათნო-იყოფს და სრულ-გუყოფს ნათლისღებისა მიერ. ესრეთ ზოგადი არს სამთაჲვე და ერთ მოქმედებაჲ ჴსნისა ჩუენისაჲ ერთარსებისა მიერ წმიდისა სამებისა.
გალატელთა მიმართ 1:6
5. ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე.7. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.
გალატელთა მიმართ თავი 1