თარგმანი: მრავალნი ამას ადგილსა იკითხვიდენ რაჲ, იტყჳან თუ: პავლჱ პეტრეს შეასმენს; არამედ არა იციან, რასა იტყჳან, რამეთუ ფრიადი ერთობაჲ ჩანს აქა პეტრესი და პავლესი. და ესრეთ გულისხმა-ყავთ, რამეთუ მოციქულნი იერუსალჱმს შეუნდობდეს წინადაცუეთად, ხოლო ანტიოქიად რაჲ მივადეს, არღარა ერიდებოდეს, არამედ წარმართთაგანთა თანა მორწმუნეთა იყვნეს, რომელიცა პეტრე ქმნა ესრეთ. ხოლო მოვიდეს რაჲ ვიეთნიმე იერუსალჱმით, არღარა ქადაგებდა ესრეთ, არამედ განეშორა წარმართთაგანთა, რაჲთა არა დააბრკოლნეს იგინი, და რაჲთა მისცეს მიზეზი პავლეს წინააღდგომად მისდა ამას ზედა, და ყვეს განზრახვაჲ და წინაშე ერისა აბრალა პავლე თუ: რად იქმ მაგას, რომელ არა ხარ წარმართთაგანთა მორწმუნეთა თანა და არა დაუტეობ წინადაცუეთილებისა ქადაგებასა, ხოლო მან არარაჲ მიუგო, არამედ გამოიჩინა თავი თჳსი თუ: არა მაქუს სიტყუაჲ; რამეთუ ამისთჳს თქუა თუ: შეკდემულ იყო იგი; და ესრეთ, იხილეს რაჲ იერუსალჱმელთა მათ, ვითარმედ დაარწმუნა პავლე პეტრეს, შეშინდეს და დაირწმუნეს დაუბრკოლებელად.
გალატელთა მიმართ 2:11
10. მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.
გალატელთა მიმართ თავი 2