მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:17

16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც.18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს?
გალატელთა მიმართ თავი 2
17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც.
თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნაა? — ნუ იყოფინ (2,17).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო უკუეთუ მეძიებელნი ქრისტეს მიერ განმართლებისანი, ვიპოვენით ჩუენცა ცოდვილ, ნუუკუე ქრისტე არსა ცოდვისა მსახურ? — ნუ იყოფინ! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მეძიებელთა ამათთჳს განმართლებისათა და მის ძლით მოსრულთა ქრისტესსა, არა კმა არს სარწმუნოებაჲ ქრისტესი განმამართლებელად, და მის ზედა საჴმარ არს კუალად დართვაჲ წესთაცა შჯულისათა. უეჭუელად ვცოდეთ სადმე დატევებაჲ მისი, და ცოდვისა ამის მიზეზი ქრისტეს ზედა დაიდვას, ვითარმედ მის ძლით დაუტევეთ შჯული სასოებითა განმართლებისაჲთა; რომელი-ესე ნუ იყოფინ, — ვითარმცა ქრისტე, ყოველთა განმამართლებელი იგი, ცოდვისა მიზეზ ექმნა ვისცა!

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის