თარგმანი: უკუეთუმცა განცხადებულად ეთქუა პავლეს, ვითარმედ ჟამ ერთ განგებულებით მიუშუეს, ვიეთ-იგი მიუშუეს წინადაცუეთად, ამით სიტყჳთა განდგებოდეს ქრისტიანობისაგან ჰურიათაგანნი იგი, მოხარულნი წინადაცუეთასა ზედა, ამისთჳს მიფარულად იტყჳს სიტყუათა თჳსთა, ვითარ თუმცა დრტჳნვიდა პეტრესთჳს, რომელი-იგი წინადაცუეთად მიუშუებდა, და დაამძიმებს სიტყუათა თჳსთა წმიდათა კერძო, რაჲთა აღუსუბუქოს უძლურთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ხოლო საგონებელ-რადმე-განთაჲ მათი, რომელნი-იგი ვითარ რაჲმე იყვნეს ოდესმე, არარაჲ განმყოფს მე. ესე იგი არს, ვითარმედ: საგონებელთაჲ მათი რეცა უმჯობეს ჩემსა რაჲთამე, რომელნი-იგი ოდესმე სხუებრ ქადაგებდეს მიშუებასა წინადაცუეთისასა, მაშინდელი იგი თანა-მიყოლაჲ მათი უძლურებასა მოწაფეთა მათთასა ვერ მიმდრეკს, ვერცა განმყოფს მე, ქადაგსა ამას წინადაცუეთისა დაჴსნისასა, რაჲთამცა სხუაჲ და სხუაჲ გიქადაგე; ვერღაცა კუალად მათსა მძაგებელ ანუ მაქებელ ვარ მიშუებასა წინადაცუეთისასა, რამეთუ მათ უწყიან, რასა-იგი ჰყოფდეს და რაჲსათჳს ჰყოფენ, ვინაჲცა "იყვნეს ოდესმეობაჲ" ამას ცხად ჰყოფდეს, ვითარმედ: მაშინ სადმე იყვნეს მცირედ მიმყოლელ, ხოლო აწ...
5. წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.6. ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის.7. პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მომენდო ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს - წინადაცვეთილთათვის
გალატელთა მიმართ თავი 2