თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თქუენი არა უწყი, რასა მეტყჳთ წინადაცუეთისა დაჴსნისათჳს, რამეთუ თჳთ მათ, რომელნი-იგი თქუენ საგონებელ გიჩნან უპირატესად ქადაგად წინადაცუეთისა, რაჟამს ვაუწყე, ვითარმედ ვაყენებ წინადაცუეთასა, არაჲვე მითხრეს, რაჲთა არა ვქადაგებდე, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომი მაგისი, რასა-ეგე თქუენ ჰგონებთ, რომელ არს დამტკიცებაჲ ჩემისა ამისვე ქადაგებისაჲ, რომლითა არცა მოწაფე ვარ მათი, რამეთუ ქრისტეს მიერ წარვლინებულმან ვიწყე ქადაგებად მისსა, რომელი მეჩუენა გზასა ზედა. არცა კუალად წინააღმდგომი ვარ მათი, არამედ მათითა განზრახვითა ერთჴმა ვართ ყოველსა შინა ქადაგებასა.
გალატელთა მიმართ 2:7
6. ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის.7. პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მომენდო ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს - წინადაცვეთილთათვის8. (რადგან ვინც წინადაცვეთილთა შორის მოციქულობაში შეეწია პეტრეს, მეც შემეწია წარმართთა შორის)
გალატელთა მიმართ თავი 2