თარგმანი: მადლისა მისთჳს მოციქულებისა თჳსისა პეტრეს და მისთანათა მათ მიიყვანებს მოწამედ, რომელნი-იგი სუეტ ეკლესიისა არიან და საგონებელ არიან, ვითარმედ: "ესევითართა მათ ყოველთა შორის წამებულთა მარჯუენე მოგუცეს". ესე იგი არს, რაჲთა ზიარ და სწორ იყოს ყოველივე ქადაგებაჲ ჩუენი და მათი. და არცა ერთი რაჲ გუაქუნდეს განყოფილებაჲ ნებათაჲ განყოფილებისათჳს ადგილთაჲსა, არამედ ზოგადითა ნებითა უქადაგებდეთ ადგილ-ადგილ, რაჲცა ვის უფროჲს სარგებელ ეყოფვოდის.
გალატელთა მიმართ 2:9
8. (რადგან ვინც წინადაცვეთილთა შორის მოციქულობაში შეეწია პეტრეს, მეც შემეწია წარმართთა შორის)9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.10. მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.
გალატელთა მიმართ თავი 2