თარგმანი: წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა თავს-დებითა ქრისტემან კურთხევაჲ იგი, აბრაჰამის მიმართ აღთქუმული, დაუმკჳდრა, ვითარ-იგი თქუმულ იყო, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი, რომელი-ესე ჰურიათა არა შეეტყუების, რომელნი-იგი თანამდებ იყვნეს წყევასა მას შჯულისა გარდასლვისასა; და ვერვინ, თჳთ თანამდები წყევისაჲ, სხუათა მიმცემელ ექმნეს კურთხევისა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ქრისტე იყო ნათესავისაგან აბრაჰამისა შობილ, და მისსა მიმართ, ესე იგი არს — მისგან იკურთხნეს ყოველნი წარმართნი, რომელთა ჰრწმენა მისსა მიმართ.
გალატელთა მიმართ 3:14
13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“,14. რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.15. კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას.
გალატელთა მიმართ თავი 3