მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:15

14. რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.15. კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას.16. ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე.
გალატელთა მიმართ თავი 3
15. კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, რამეთუ კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის, გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა (3,15).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მაღალთა სახეთაგან, და უფროჲსღა საქმეთა, რომელ არიან მოცემაჲ სულისაჲ და ჯუარცუმითა ქრისტესითა ცხორებაჲ კაცთა ნათესავისაჲ დაამტკიცა ახლისა ამის უდიდებულესობაჲ, აწ კუალად ძმად უწოდს, პირველ უცნობელად წოდებულთა მათ გალატელთა, რაჲთა გუასწაოს მოწაფეთა მიმართ ზომიერად განზავებაჲ სიტყუათა სიფიცხისა და სიტკბოებისათა. და კაცობრივ ეტყჳს, რაჲთა საღმრთოთა თანა და მაღალთა, კაცობრივნიცა და მდაბალნი სახენი წინა-უყვნეს, ესე იგი არს სამარადისოდ მტკიცე უცვალებელობაჲ წიგნსა კაცთა ანდერძისასა, რომლითა სახის-მეტყუელებს მადლსა უპირატესად შჯულისა, რომელი-იგი დღეთა აბრაჰამისთა განაჩინა ღმერთმან აღთქუმით, რაჲთა თესლისაგან აბრაჰამისსა განკაცებულისა ქრისტეს მიერ იკურთხნენ წარმართნი, რომელთა ჰრწამს მისსა მიმართ. ხოლო შჯული შემდგომად ამის აღთქუმისაღა ოთხას ოცდამეათესა წელსა შორის-შემოვიდა, რაჲთა წინა-გზა-უყოს სარწმუნოებასა ქრისტეს მიმართ და არა თჳთ იგი არს წინააღთქუმული მაკურთხეველად ჩუენდა, არამედ ქრისტე, რომლისათჳს წინააღუთქუა ღმერთმან აბრაჰამს, რაჲთა მისგან ჴორცითა შობილისა მისგან აკურთხნეს ყოველნი წარმართნი. აწ უკუე, უკუეთუ კაცობრივი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის