მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:24

23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა.24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ.
გალატელთა მიმართ თავი 3
24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაიცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ (3,24).:

თარგმანი: კეთილად თქუა შჯულისათჳს სახელი მზარდულობისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი მზარდული ამას ასწავლის საზრდოსა თჳსსა, ვითარმედ: "ზედაჲსზედა მიხჳდოდე მოძღურისა, რაჲთა განჰმსდიდრდე სწავლულებითა", ეგრეთვე შჯულმან წინა-აუწყა კაცთა, რაჲთა განემზადნენ და მცირედ-მცირედ წარემართნენ სრულებისა მიმართ ქრისტეს სარწმუნოებისა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ არს; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ; ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავნ თქუენი ჰე ჰე, და არა არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“ (5,33-37).:

...სწავებდა, და კაცნი კერპთაგან ღმრთისა მოაქცინა. ხოლო აწ, ვინაჲთგან ჟამი და საქმე მისი აღესრულა, ნუღარა ეძიებ წესთა მისთა, არამედ იცოდე, ვითარმედ მას ჟამსა იყო საქმე მისი და კეთილ იყო, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „შჯული იგი მზარდულ მექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებისაგან ღმრთისა განვმართლდეთ“. და კეთილად გამომზარდნა და სრულისა ამის საზრდელისა შემწყნარებელ-გუყვნა, ვითარცა-იგი ძუძუჲ დედისაჲ ზრდინ ჩჩჳლსა სძითა და მიაწიის იგი საზომსა სრულისა მის საზრდელისასა კეთილად და ფრიადითა სიტკბოებითა, ხოლო მო-რაჲ-ვიდის სიორძილე ჰასაკისაჲ და სრულისა მის საზრდელისა ჟამი, უჴმარ ქმნის იგი; და მშობელნიცა, რომელნი ჟამსა მას სიჩჩოჲსა ჩუენისასა აქებდიან მას, მერმე ისწრაფდიან მოწყუედად ჩუენდა მისისა მის ძიებისაგან და სძაგებდიან, ვიდრეღა ვიეთმე მწარეცა რაჲმე სცხიან, რაჲთა იხილოს ყრმამან გემოჲ მისი და მოსძულდეს ძუძუჲ და მოსწყდეს ძიებისა მისისაგან. ეგრეთვე ქრისტემან, ვიდრეღა-იგი უძლურებაჲ იგი ფრიადი იყო კაცთა შოვრის, მოსცა შჯულიცა უძლურებისა ამის შემსგავსებული, ხოლო მო-რაჲ-ვიდა თავადი და სულიერი იგი სრულებაჲ მოიღო, უაღრესიცა მოქალაქობაჲ განაწესა. ხოლო თქუა, ვითარმედ: ფიცი უკეთურისაგან არს. არა თუ ამისთჳს თქუა, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, თუ ძუელი იგი...

სრულად ნახვა