მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:26

25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ.26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.
გალატელთა მიმართ თავი 3
26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ, რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა (3,25-26).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვიდრე-იგი ჩჩჳლ იყო კაცთა ბუნებაჲ, უჴმდა მზარდულობასა ქუეშე შჯულისასა ყოფაჲ. ხოლო აწ, აღიზარდა რაჲ და სრულ იქმნა მადლითა ქრისტესითა, არღარა ერთი ნათესავი ისრაიტელთაჲ, არამედ ყოველი ნათესავი კაცთაჲ შვილებასა ღმრთისასა ღირს იქმნა. იხილე სიბრძნით შეწყობილებაჲ სიტყუათაჲ ამათ, ვითარ შვილებისაგან აბრაჰამისსა შვილებად ღმრთისა აღიყვანებს კაცთა!

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის