თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვიდრე-იგი ჩჩჳლ იყო კაცთა ბუნებაჲ, უჴმდა მზარდულობასა ქუეშე შჯულისასა ყოფაჲ. ხოლო აწ, აღიზარდა რაჲ და სრულ იქმნა მადლითა ქრისტესითა, არღარა ერთი ნათესავი ისრაიტელთაჲ, არამედ ყოველი ნათესავი კაცთაჲ შვილებასა ღმრთისასა ღირს იქმნა. იხილე სიბრძნით შეწყობილებაჲ სიტყუათაჲ ამათ, ვითარ შვილებისაგან აბრაჰამისსა შვილებად ღმრთისა აღიყვანებს კაცთა!
გალატელთა მიმართ 3:25
24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ.26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
გალატელთა მიმართ თავი 3