თარგმანი: ვინაჲთგან ჩუენ ყოველთა, ქრისტეს მიერ ნათელღებულთა, ერთი ხატი დაგუედების ქრისტეს შემოსისაჲ, ამისთჳს იგი თავ არს, და ჩუენ — ასოებ, დამოკიდებულ მისსა, და ერთგუამ მის თანა, მადლითა მისითა, რომელმან-იგი ჩუენთჳს ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდვა.
გალატელთა მიმართ 3:28
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?“ აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: „უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი“ (ფს. 23).
"სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!" (ზატიკი).
ამ დღესასწაულთა დღესასწაულს - მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი მოლოდინი უძღოდა წინ.
რა იყო მიზეზი კაცთა მოდგმის ასეთი ხანგრძლივი და დიდი განსაცდელისა?
ღმერთმა ადამი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მთელი ხილული სამყაროს მეფედ დაადგინა. იგი იყო ერთადერთი არსება უკვდავი სულის მქონე, რომელიც...
...უ წინადაცუეთილებისაგან აბრაჰამის თჳსებისა ანუ სხჳსა რაჲსმე ესევითარისაგან, ვითარ-იგი არს ისრაელობაჲ, ესევითარი იგი ჴორციელად იქადის, არა საღმრთოდ. ამისთჳს არა უფლისა-მიერი არს, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა გესმის, ვითარმედ: "ქრისტე იესუჲს მიერ არა არს ჰურიაება, არცა წარმართობა, არამედ ყოველნივე ერთ ვართ მის მიერ" (). ხოლო საღმრთოჲ სიქადული არს სიწმიდე, წესიერებაჲ, სიმშჳდე და მარხვაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ (11,18).
თარგმანი: იხილე ქებასა თანა შეზავებული სიტყუაჲ ძაგებისა და მხილებისაჲ, ვითარმედ: თქუენ ხართ მიზეზნი ჩემისა ამის უგუნურ საგონებელისა სიქადულისანი, რამეთუ არათუმცა თქუენ ადგილ-გეცა უგუნურთა სიტყჳსა თავს-დებად და ცრუმოციქულთა ზრახვისაგან ვნებად, არა მიჴმდა მე დაშრომაჲ სიტყუათა ამათ შინა სიქადულისათა. აწ უკუე, რომელნი-ეგე სავნებელსა მას თქუენდა უგუნურებასა სხუათასა თავს-იდებთ, თავს-იდევით ჩემიცა სარგებელად თქუენდა თქუმული უგუნურებაჲ სიტყუათა სიქადულისათაჲ. ხოლო დასასრულისა ესე თქუმაჲ, ვითარმედ: "გონიერთა მაგათ" — ესევითარი რაჲმე არს, რეცა სიტკბოებასა შინა ქებისასა სიმწარე მძიმისა მხილებისაჲ, ვითარმედ: უკუეთუ ნამდჳლვე გონიერ ხართა თქუენ, ეგევითარისა მაგის უგუნურებისა მაგათისა თავსმდებელნ...