თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ცრუმოციქულნი იგი, რომელნი წინადაცუეთასა ქადაგებდეს, ამასცა შესძინებდეს გარეშე შჯულისა, რამეთუ ზემოჲთგანვე ჰურიათათჳსცა ნივთთა მონებად ამას უწოდს მოციქული, ვითარ შჯულისა წესნი ზმნად გარდაექცინეს, რამეთუ მზე და მთოვარე და მოქცევი ვარსკულავთაჲ —სამკაულნი ოდენ არიან ცისანი, განმყოფელნი დღისა და ღამისანი, და შესასწავებელნი ჟამთა და წელთანი, რომელთაგან იქმნების აღრიცხუვაჲ მათი. ხოლო ესე გარეშე შჯულისა არს, რაჲთა იზმნიდეს ვინმე ანუ პატივ-სცემდეს მათ, ვითარ-თუ-მცა გრძნობაჲ რაჲმე აქუნდა, ანუ შემძლებელ იყვნეს კაცთა კეთილის-ყოფად ანუ ბოროტისა, რომლისა მიერ იქმნების მონებაჲ ნივთთაჲ.
გალატელთა მიმართ 4:10
9. ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?10. დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით.11. ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის.
გალატელთა მიმართ თავი 4