მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:13

12. გევედრებით, ძმანო, ჩემსავით იყავით, ვინაიდან მეც თქვენსავით ვარ. არაფერი დაგიშავებიათ ჩემთვის.13. ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ.14. მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
გალატელთა მიმართ თავი 4
13. ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად; და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ (4,13-14).:

თარგმანი: იხილე, ვინაჲ შეჰმზადებს მათდა მიმართ სიტყუათა სამადლობელთა, რამეთუ უძლურებად ჴორცთა უწოდს კრულებათა და პყრობილებათა და ჭირთა, რომელთა შინა მყოფ იყო, რაჟამს უქადაგებდა მათ; ამისთჳს მადლიერ არს, ვითარ არცა ერთისა მისთჳს ჴორციელისა განსაცდელისა მისისა შეურაცხ-ყვეს მადლი იგი მის შორის მყოფი; არცა ორგულ და ურწმუნო იქმნნეს მისსა მიმართ, ვითარცა დევნულისა და ტანჯულისა.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ, და განსაცდელი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ (4,13-14).:

თარგმანი: იცითო, ვითარმედ ფრიადითა ჭირითა და სიგლახაკითა და სნეულებითა ვიყავ თქუენ თანა და თქუენ სიგლახაკე და სნეულებაჲ ჩემი არა შეურაცხ-ჰყავთ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის