თარგმანი: ცვალება ჴმისა არს მტკიცედ მდგომთა ზედა სიხარული, ხოლო შერყეულთა ზედა გოდებაჲ, ვინაჲცა აწ მოციქული არა კმა-იყოფს წიგნით მიწერასა, ვითარცა ვერ განმაცხადებელსა ტირილისასა. ამისთჳს ეძიებს პირისპირ მისლვასა, რაჲთა ცვალოს სწავლაჲ გოდებად, და ტირილითა განზავებულ ყვნეს სიტყუანი თჳსნი, თუ ვითარ დაეკუეთნეს სიმაღლისა მისგან სახარებისა შჯულთაჲსა, და ითრევებიან ქუე სიმდაბლესა შინა ჰურიაობისა წესთასა, ვითარცა ჩჩჳლნი და ყოვლად არა მიმთხუეულნი მადლთა სრულებისანი.
გალატელთა მიმართ 4:20
19. შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე.20. ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა, ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი.21. მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს?
გალატელთა მიმართ თავი 4