მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:28

27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“.28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ.29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც.
გალატელთა მიმართ თავი 4
28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ.
თავი თ̂. ვითარმედ, რომელთა აზნაური იგი ცოლი აბრაჰამისი და ჭეშმარიტი ძე სახე-გუექმნნეს, არა ჯერ-არს დამონებაჲ შჯულისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ (4,28).:

თარგმანი: არა ხოლო ბერწობითა, არამედ შობითაცა მსგავს არს სარრაჲსსა ეკლესიაჲ წარმართთაჲ. რამეთუ ვითარ-იგი თჳნიერ წესთა ბუნებისათა ჟამთა გარდასრული შვილიერ ყო აღთქუმამან მან უფლისამან, ვითარმედ: "ჟამსავე ამას მოვიდე და ესუას სარრას ძე" (), — ეგრეთვე ჩუენ ეკლესიაჲ, არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და მას ზედა წართქუმითა მღდელისა მიერ სიტყუათა ღმრთისათაჲთა მშობს; რომლისა მიერ დაღაცათუ ბერწისა შვილ ვართ, არამედ — აზნაურისა. იხილე სახისაჲ ამის უცვალებელი თანა-შეტყუებაჲ საქმეთაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის