1.ამასაც ვიტყვი: ვიდრე მემკვიდრე ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია.2.არამედ, მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება.3.ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით.4.მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.5.რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.6.ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!7.ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.8.მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები.9.ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?10.დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით.11.ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის.12.გევედრებით, ძმანო, ჩემსავით იყავით, ვინაიდან მეც თქვენსავით ვარ. არაფერი დაგიშავებიათ ჩემთვის.13.ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ.14.მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.15.სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით.16.მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ?17.თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის.18.მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ.19.შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე.20.ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა, ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი.21.მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს?22.რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან.23.მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა - აღთქმისაგან,24.რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი,25.რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია.26.ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა.27.რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“.28.ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ.29.და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც.30.მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“.31.ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ: რავდენჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა, არამედ ეზოჲსმოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ, ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა (4,1-2).
თარგმანი: კეთილად შემოიღო სახე ესე კაცობრივი, რაჲთა ამიერ გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ჴორციელი მამაჲ ამისთჳს აყენებს შვილსა ფლობად მონაგებისა მის, მისთჳს შეკრებულისა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლ არს და ნაკლულევან ცნობითა განგებად სიმდიდრისა (ამისთჳს ზედამდგომელნი და განმგენი დაუდგინნის, რაჲთა...
მოციქულისაჲ: მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ (4,21-22).
თარგმანი: კეთილად ეტყჳს, ვითარმედ: გნებავს, რამეთუ მათისა უჟამოჲსა და უწესოჲსა ცნობისაჲ იყო გარდასრულთა ძუელთა წესთა მონებაჲ. ხოლო შჯულისა აღმოკითხვად ჩუეულ არს მოციქული წოდებად ყოველთავე წიგნთა ძუვლისა შჯულისათა.
მოციქულისაჲ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს; ერთი მჴევლისაგან და ერთი აზნაურისაგან. არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციულად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაგანი იგი —...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).:
..., ჵ ნიკოდემოს, ხოლო სული ჴორცთა არა შობს. ნუ ჰგონებ! და უკუეთუ ვინ თქუას: და ჴორცნი უფლისანი ვითარ იშვნეს? არა სულისაგან წმიდისა იშვნესა? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ არა სულისაგან ოდენ იშვნეს, გარნა ჴორცთაგანცა ქალწულისა-თა. ამისთჳსცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „იშვა დედაკაცისაგან, იქმნა შჯულსა ქუეშე“, რამეთუ იყვნეს ჴორცნი იგი სულისა მიერ წმიდისა, გარნა საშოჲსაგან ქალწულისა იყვნეს. ხოლო თუ ვითარ იქმნა ესე, გამო-თარგმანებაჲ შეუძლებელ არს. ხოლო ესე ამისთჳს იქმნა, რომელ არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ უცხო ჩუენისა ბუნებისაგან არს შობილი იგი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა პატივსა მას სულისასა? და საქმესა მას, რომელსა მამაჲ იქმს, იგიცა იქმს, ვითარცა-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „ღმრთისაგან იშვნეს“; ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ სული შობს მათ, რამეთუ „შობილი იგი სულისაგან სული არსო“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: „შობილი იგი სულისაგან სული არს“, რამეთუ შობასა აქა არა თუ არსად მოსლვასა იტყჳს, არამედ პატივისა და მადლისასა. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ჰრქუა უფალმან და იხილა იგი, ვი-თარმედ ჯერეთ ვერვე გულისხმა-ჰყოფდა, ამისთჳს ხილული იგავი მო...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა, და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“ (1,18).:
...ღმრთივდიდებულისა მის გუამისასა რომელირაჲ იყო სულისაგან წმიდისა, ანუ რომელი-რაჲ - საშოჲსაგან ქალწულისა? რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ ჴორცთაგან ქალწულისათა მიიხუნა ჴორცნი. ამისთჳს იტყჳს: „რომელი-იგი მაგისგან იშვესო“; და პავლე ღაღადებს: „შობილი დედაკაცისაგანო“. დედაკაცისაგან თქუა, რაჲთა დაუყოს პირი მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ არა ქალწულისაგან მიიხუნა ჴორცნი, არამედ ვითარცა წარვლის წყალმან რუჲ გინა სტჳრი იგი სოლინარისაჲ და არაჲ მიიღის მისგან, ესრეთ წარვლო საშოჲ იგი ქალწულისაჲ.
ურჩულონო და მედგარნო, რომელნი ამას იტყჳთ, უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, რად საჴმარ იყო ყოვლადვე შესლვაჲ იგი საშოსა დედისასა, ანუ რაჲმცა აქუნდა ჩუენ თანა ზიარებაჲ, არამედ სხუანიმცა იყვნეს ჴორცნი და არა ჩუენისა ამის ბუნებისანი; ვითარმცა უკუე ითქუა ძირისაგან იესესა, ვითარმცა იწოდა კუერთხად ძირთაგან მისთა, ვითარმცა იწოდა ძედ კაცისა, ვითარ - თესლისაგან დავითისა, ვითარმცა ეწოდა მარიამს დედა მისდა, ვითარმცა ითქუა, თუ: „ხატი მონებისაჲ შეიმოსა“, ანუ თუ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ანუ ვითარმცა თქუა პავლე: „რომელთაგან ქრისტე ჴორ...
მოციქულისაჲ: ხოლო ესე უწყით, რამეთუ, რაოდენსა შჯული ეტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს და საშჯელისა თანამდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისა, რამეთუ საქმეთა მათგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს ყოველი გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,19-20).:
...ანმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს ყოველი გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,19-20).
თარგმანი: ყოველთავე ძუელთა წიგნთა "შჯულად" სახელ-სდებს მოციქული; ვითარცა, რაჟამს-იგი იტყოდის "დაბადებისაგან", ვითარმედ: "შჯული არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ აბრაჰამს ორ ძე ესხნეს" (), ეგრეთვე აწ ზემო თქუმულთა მათ სიტყუათა ბრალობისათა დავითისთა და ესაიაჲსთა "შჯულად" უწოდს, და შჯულისაგანთა მიმართ თქუმულად, რომელ არიან ჰურიანი, ხოლო დაღაცათუ მათდა მიმართ ოდენ იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ სამართლად მათითა მით პირითა ყოველსა სოფელსა ამხილეს ზოგად თანამდებობაჲ ცოდვისა", რაჲთა ყოველთა წინა-გზა-უყონ სარწმუნოებისა მიმართ, რაჟამს გულისჴმის-ყოფად მოიყვანნენ, ვითარმედ ვერ კმა არს სრულ-მყოფელად და საცხორებელად მათდა ვერ შჯული წიგნისაჲ, ვერცაღა შჯული სჳნიდისისაჲ, თჳნიერ მხოლოდ სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი. ხოლო გესმას რაჲ, ვითარმედ "ყოველთავე ცოდეს", არა ამისთჳს ცოდეს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, არამედ, რაჟამს მათ ცოდეს, და შჯულმან ამხილა ცოდვაჲ იგი, მაშინღა მხილებულთა მათ დაეყო პირი, რაჲთა არღარა აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ უმეცრებით ცოდვენ. ამისთჳს არა ხ...