თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ ამას გასწავებ ღონედ ბოროტთა განდევნისა და კეთილთა მოგებისა, რაჲთა სულითა ხჳდოდით; ესე იგი არს, ვითარმედ: სული მთავარ ყავთ ჴორცთა ზედა, და უდარესი დაუმორჩილეთ უაღრესსა, რაჲთა ესრეთ დაიკსნნენ გულისთქუმანი ჴორცთანი, რაჟამს არა აქუნდეს მათ ფლობაჲ ქმნად მშჳნვიერსა რასმე და განხრწნადსა, არამედ ყოვლითურთ ნებასა სულისასა შედგომითა მოქმედებდეს საუკუნოდ წარუვალსა და დაუსრულებელსა.
გალატელთა მიმართ 5:16
15. მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი.16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
გალატელთა მიმართ თავი 5