მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:18

17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,
გალატელთა მიმართ თავი 5
18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე (5,18).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელნი სულიერითა ამით სახარებისა ბრძანებითა ვიდოდინ, მათ რად უჴმს ძუელი იგი შჯული შემწედ? რამეთუ, რომელი არა განრისხნებოდის, მას რად უჴმს სმენად: "არა კაც-ჰკლა" ()? არცა, რომელი გულისთქუმით არა მიხედვიდეს, მისსა საჴმარ არს თქუმად: "არა იმრუშო" (). ესევითარი იგი აღარა შჯულსა ქუეშე არს, არამედ სულსა; რამეთუ ამით სიტყჳთა მოციქულმან დიდად აქო ძუელი შჯული, ვითარ ფრიად საჴმარ იყო მათთჳს, რომელთა ჯერეთ არღა მიეღო სული წმიდაჲ; რამეთუ წინაგანმამზადებელი იყო კაცთაჲ ამისსა მომართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის